logo
ENG



ირლანდიაში ვიზიტის დროს ზელენსკის თვითმფრინავს დრონები აედევნა, მიმდინარეობს გამოძიება

05 დეკ 202510:24
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/05/8ha8k26qos33fxd.png

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტის დროს დრონები აედევნენ. ინფორმაციას უკრაინულ მედიას პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა განუცხადა.

მისი თქმით, ინციდენტს ზელენსკის ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია. ინციდენტთან დაკავშირებით ირლანდიის სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას აწარმოებენ.

"უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ მასპინძელი ქვეყანაა. მათი ინფორმაციით, დრონები მართლაც იმყოფებოდნენ, მაგრამ ამას ვიზიტზე გავლენა არ მოუხდენია და რაიმე ცვლილება არ მოუხდენია" - თქვა ლიტვინმა.

ირლანდიური გამოცემა The Journal-ის ცნობით, დუბლინში დაშვებამდე პრეზიდენტ ზელენსკის თვითმფრინავის მახლობლად 4 უცნობი დრონი დააფიქსირეს. ოთხივე დრონი იმავე ტრაექტორიას მიჰყვებოდა, რასაც თვითმფრინავი, რომლითაც ზელენსკი მგზავრობდა. თვითმფრინავი დაგეგმილზე ოდნავ ადრე დაეშვა.

გამოცემის ცნობითვე, მოგვიანებით იმავე დრონებმა წრე დაარტყეს ირლანდიის საზღვაო ძალების გემს, რომელიც ზელენსკის ვიზიტამდე ფარულად გაგზავნეს ირლანდიის ზღვაში.

ზელენსკი ირლანდიაში 1-ელ დეკემბერს ჩავიდა.


close დახურვა