ირლანდიის ბავშვთა, თანასწორობის, შშმ პირთა, ინტეგრაციისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში საქართველოს მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა, ნიგერია, ბოტსვანა, უკრაინა, ეგვიპტე, ბანგლადეში და ა.შ.
16 ივლისის სტატისტიკის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში იმყოფება საქართველოს 3473 მოქალაქე. შემდეგ მოდიან ნიგერია - 2872, ალჟირი - 2612, სომალი - 2150, ზიმბაბვე - 1963 და ა.შ.