ირლანდიის პრემიერმინისტრი ლეო ვარადკარი თანამდებობას და პარტია Fine Gael-ის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.
"დღეიდან თანამდებობას ვტოვებ, როგორც Fine Gael-ის პრეზიდენტი და ლიდერი, და გადავდგები პრემიერმინისტრის პოსტიდან როგორც კი ჩემი შემცვლელი ამ თანამდებობის დაკავებას შეძლებს", - განაცხადა ვარადკარმა.
ვარადკარი სამპარტიული კოალიციის ლიდერია. მისი გადადგომა ავტომატურად საყოველთაო არჩევნებს არ გამოიწვევს. როგორც მან აღნიშნა, ახალი ლიდერის არჩევა 6 აპრილამდე ითხოვა, რაც საშუალებას მისცემთ, რომ ახალი პრემიერმინისტრი სააღდგომო არდადეგების შემდეგ დაინიშნოს.
ემოციური გამოსვლის დროს ვარადკარმა აღნიშნა, რომ მის გადადგომას რაიმე რეალური მიზეზი არ ჰქონია:
"არაფერი მაქვს დაგეგმილი. არ მაქვს კონკრეტული პერსონალური ან პოლიტიკური გეგმები".
2017 წელს ლეო ვარადკარი ირლანდიის პირველი ღიად გეი პრემიერმინისტრი გახდა და, ამავე დროს, ის ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.
პრემიერის პოსტზე ის 2022 წელს როტაციის შეთანხმების საფუძველზე დაბრუნდა, რომელიც მწვანეების პარტიასთან სამპარტიულ კოალიციაში ორ მსხვილ პარტიას - Fine Gael-ისა და Fianna Fail-ის შორის შედგა.
ირლანდიაში საყოველთაო არჩევნები 2025 წელს ჩატარდება.