logo
ENG



ირმა ინაშვილი: გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი

22 აპრ 202013:53
3 წუთის საკითხავი
 

"ჩვენი მოწოდებაა გავაუქმოთ საგანგებო მდგომარეობა, გავაუქმოთ კომენდანტის საათი, მაგრამ მთავრობამ შეინარჩუნოს კარანტინის რეჟიმი",-ასეთია "პატრიოტთა ალიანსისი" პოზიცია. როგორც ირმა ინაშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, არსებულ ვითარებაში მოსახლეობა იტანჯება, რაც არასწორია. 

"ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად კომენდანტის საათი, ასევე ავტომანქანების გადაადგილების აკრაძალვა 27 აპრილამდე. ჩვენი ამოცანაა დავუპირსიპირდეთ ეპიდემიას, მაგრამ ჩვენი ამოცანა არაა დავტანჯოთ ადამიანები. გადაწყვეტილება ავტომობილებს აკრძალვაზე კი პირდაპურ უკავშირდება ადამიანების ტანჯვას, რადგან ბევრი ადამაინი ფეხით მიდის მშობელთან რათა საკვები მიიტანოს. ასევე გაუგებარია, რომ საკვები პროდუქეტბის მაღაზიები მუშაობს და სხვები დაკეტილია, თუ დაცულია ყველა რეკომენდაცია მაინც. თუ ადამიანს გაუფუჭდება ტელეფონი, მას ვერც შეაკეთებს და ვერც იყიდის. ვერც ავზის გაფუჭების შემთხვევაში, ვერ შეცვლის მას. შესაბამისად, ვერც ექიმების რეკომენდაციებს დაიცვას ჰიგიენის შესრულებაზე",-აღნიშნა ირნა ინაშვილმა. 

ირმა ინაშვილის თქმით, შეზღუდვები ეეტაპობრივად უნდა გაუქმდეს, რატა სრული სიდუღჭირისგან თავი ავირიდოთ. წინააღდმეგ შემთხვევაში, მოსახლეობა რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. 

"არ არის სწორი საერთოდ საგანგებო ვითარების გაგრძელება. ყველა ამ საკითხის გადაჭრა შესაძლებელია კარანტინის პირობებშიც. გვესმის, რომ არსებობს სხვადასხვა მოდელი ქვეყნებში. სხვათაშორის შვედეთში, სადაც მეტად ლიბერალური მიდგომებია, უკეთესი შედეგებია ვიდრე ესპანეთში. ბევრ ჩემს ნაცნობს ამ პანიკიდან გამომდინარე ინფაქრტი დაემართა და პანიკას მეტი ცუდი შედეგი მოაქვს, ვიდრე ვირუსს. ჩემი თხოვნაა ნუ დავემსაგავსებით მოდელირებული ქრონიკის ავტორებს. არასწორია ეკონომიკის გაჩერება ამ დონეზე, რადგან ზიანი იქნება წარმოუდგენლად დიდი. ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნები უკვე საუბრობენ ამაზე და ისედაც გაჭირვებული ხალხი სრულ სიღატაკეში აღმოჩნდება. მე კი ვერ დავინახე გეგმა, როგორ ამოვიყავნოთ ისინი ამ სიღატაკიდან",-აღნიშნა ირმა ინაშვილმა. 

ირმა ინაშვილის შეფასებით, დღეს მოსახლეობის უმეტესობა ღარიბია და სწორედ ისინი უნდა იყვნენ პრიორიტეტული. 

"კარგია და მიხარია, რომ ბევრ ადამიანს აქვს კერძო სახლი, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელთაც დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, ცხოვრობს 20 კვადრატულში და ამ ფართობში 6 ადამიანის ცხოვრება, წარმოიდგინიეთ როგორი ჰიგიენის დაცვაა. ჩვენ მკაფიო მიდგომა უნდა გვქონდეს სოციალურად როგორ ვეხმარებით მათ. ადამაინები რეკავენ ცხელ ხაზზე, რაც გადასახედია მისი მუშაობის პრინციპი და ალბათ დატვირთვას ვერ აუდის. აქვე 3 ათას ლარიანი ჯარიმები წავიყავნოთ გაუქმებისკენ, რადგან ადამიანმა რომელმაც თივა გაყიდა და არ იცოდა ამ ჯარიმის შესახებ, მთელი ცხოვრება უნდა ყიდოს თივა, რომ გადაიხადოს ეს ჯარიმა",-განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

 


close დახურვა