logo
ENG



ირმა ინაშვილი: განწყობა ამ დარბაზში და განწყობა გარეთ ორი სხვადასხვა მოცემულობაა

27 მაი 202019:49
3 წუთის საკითხავი
 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით , ძალიან კარგია თუ ამ დარბაზის ნაწილი [პარლამენტი] კარგ განწყობაზეა, თუმცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცუდ ხასიათზეა, იმის გამო თუ რა ხდება მათ ცხოვრებაში. 

„მეჩვენება, რომ განწყობა ამ დარბაზში და განწყობა გარეთ ორი სხვადასხვა მოცემულობაა და ორი სხვადასხვა განზომილებაა. კარგია, რომ კარგ ხასიათზეა ამ დარბაზის დიდი ნაწილი, მაგრამ ცუდ ხასიათზეა ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ცუდ ხასიათზე იმის გამოა, რაც ხდება მათ ცხოვრებაში. 

რადმენი ადამიანი გვწერს ახლა. არ ვიცი სხვებსაც გწერენ, რომ მათთვის დღეს არის მნიშვნელოვანი დახმარება, დღეს არის მნიშვნელოვანი, საჭმელი აჭამონ საკუთარ შვილებს, დღეს არის მნიშვნელოვანი წამალი იყიდონ. 

არადა, ყველაფერი კარგად ყოფილა. თუ ყველაფერი კარგად არის, თუ ასე აყვავებულია გარშემო ცხოვრება, ეს ხალხი რატო ვერ ხედავს. კარგი, ჩვენ უმადურები ვართ. ქართველი ხალხი უმადური ნამდვილად არ არის, რაღაცას ხომ უნდა ხედავდნენ პოზიტივს არა.“ - განაცხადა ირმა ინაშვილიმა. 


close დახურვა