logo
ENG



ირმა ნადირაშვილი: გაოცებული ვარ... მგონი, ჩემმა კოლეგა ქოცებმა საერთოდ გააფრინეს

12 დეკ 201914:35
3 წუთის საკითხავი
 
2ioywlb4jxxxxoj.jpg

„გაოცებული ვარ... მგონი, ჩემმა კოლეგა „ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს,“- ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი აკეთებს.

ნადირაშვილი დღეს პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების დასხმაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და აცხადებს, რომ ძალიან უხერხული და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება.

„გაოცებული ვარ იმ განცხადებებით, რომელიც მოვისმინე ჩემი კოლეგების მხრიდან, მგონი, ჩემმა კოლეგა „ქოცებმა“ საერთოდ გააფრინეს, როდესაც ასე უაპელაციოდ ხელს იშვერენ ჩემზე. პირდაპირ ვაცხადებ, რომ არ ვიღებ პასუხისმგებლობას პარლამენტში გავრცელებულ სუნზე. დღეს ვიყავი კომიტეტზეც, სხდომათა დარბაზშიც, მაინტერესებდა ერთი საკითხის დაზუსტება - იღებდნენ თუ არა მონაწილეობას კენჭისყრაში დამოუკიდებელი დეპუტატები. მივედი ნატო ჩხეიძესთან, დაახლოებით 30 წამი გავჩერდი და გამოვედი დარბაზიდან. ძალიან უხერხული და უპასუხისმგებლოა ასეთი განცხადებების გაკეთება. არსებობს კამერების ჩანაწერები, გამოიძახეს ექსპერტ-კრიმინალისტები და როგორც ბატონი მამუკა მდინარაძე დამპირდა, მოვიდეს და ბოდიში მომიხადოს. ძალიან უხერხულია, როცა ასე უაპელაციოდ იშვერენ ჩემსკენ ხელს. არ მგონია სერიოზული იყოს ასეთი ქმედება და უაპელაციოდ ხელის გამოშვერა“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერმა ლიდერმა პარლამენტში სესიის მიმდინარეობის დროს გაურკვეველი ნივთიერება დაასხა მაგიდაზე, რასაც მძაფრი სუნი ჰქონდა. სესიაზე უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შესვენება გამოცხადდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ნადირაშვილის დარბაზში ყოფნას ადასტურებდა გიორგი ვოლსკიც და ამბობდა რომ ამ პერიოდს დაემთხვა გაურკვეველი ნივთიერების დასხმა, თუმც ავოლსკის თქმით მას ნადირაშვილის ხელში არაფერი დაუნახავს.

 


close დახურვა