„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ სულერთია რა განცხადებას გააკეთებს სამინისტრო, რადგან ისედაც იციან თუ რაზეა ხელისუფლება წამსვლელი.
ნადირაშვილის თქმით, ისინი არ აპირებენ არსად წასვლას, რადგან სხვაგვარად ვერ წარმოუდგენიათ ბიძინა ივანიშვილის შეჩერება.
„სულერთია რამდენ განცხადებას გააკეთებს სამინისტრო, ჩვენ ისედაც ვიცით რაზე არიან წამსვლელები. მათაც უნდა ესმოდეთ რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ მაინც აქ ვდგავართ. სხვაგვარად ვერ წარმოგვიდგენია როგორ უნდა შეაჩერო ბიძინა ივანიშვილის თავნებობა. ტყუილა ნუ იღლით თავს. ჩვენ ჩვენი ნებით პარლამენტის წევრებს არ შევუშვებთ. ნუ იმუქრებიან, ჩვენ ძალიან მშვიდად ვართ. თუ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ივანიშვილი, ეს მის მდგომარეობას დაამძიმებს,“ - განაცხადა ნადირაშვილმა.