logo
ENG



ირმა ნადირაშვილი: ჩვენი ტაქტიკაა, კრიტიკაზე არანაირი რეაქცია არ გვქონდეს

13 ნოე 201915:48
3 წუთის საკითხავი
 
rjjy68zw2wpi4rq.png

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ კენჭისყრის გამართვის დღეს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა საკითხის ჩავარდნის შემთხვევაში, ქვეყანა სრულიად სხვა რეალობაში გადავა.

როგორც ნადირაშვილმა პროპორციული საარჩევნო სისტემის ირგვლივ განვითარებული თემის კომენტირებისას განაცხადა, შესაძლოა, ბიძინა ივანიშილი თვლის, რომ ქუჩაში ტემპერატურა არაა და საკითხის ჩასაგდებად შესაფერისი დროა.

„სულერთია ეს კენჭისყრა დღეს გაიმართება თუ ხვალ, მაგრამ თუ ხვალ ეს საკითხის ჩავარდნით დასრულდება, ეს ქვეყანას აბსოლუტურად ახალ რეალობაში გადაიყანს. ასეთ ვითარებაში, თუ უარს იტყვიან პოლიტიკური სისტემის შეცვლაზე, ოპოზიციის მთელმა სპექტრმა უნდა დაიწყოს მუშაობა. ივანიშილი შეიძლება ფიქრობს, რომ ქუჩაში ტემპერატურა არ არის და დროა, მაგრამ ქუჩაში თავების დათვლა არის ყველაზე მცდარი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი პოლიტიკური გეგემები ვერ იმოქმედებს, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს,“ - აცხადებს ნადირაშვილი.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მიერ, ნაციონალური მოძრაობის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, ნადირშვილი აცხადებს, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ არანაირ კრიტიკაზე რეაქცია არ აქვთ.

„კობახიძე მუდმივად ამ ლექსიკით საუბრობს. ჩვენი ტაქტიკა იყო, რაც არ უნდა მოგვესმინა მათგან, იმდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რეაქცია არ გვქონოდა. ეს მისი პრობელმაა როცა ამ ტექსტებით საუბრობს,“ - განმარტა მან.

 


close დახურვა