logo
ENG



ირმა ნადირაშვილი: წულუკიანს მთავარი პრობლემა კოჰაბიტაცია ჰგონია

22 ნოე 201921:08
3 წუთის საკითხავი
 
vj1gtdrgp7vygd8.jpg

"ევროპული საქართველოს"  წევრი თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციასთან მიმართებაში. როგორც ნადირაშვილმა გადაცემაში "პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან" განმარტა, წულუკიანის განცხადებები შეუსაბამოა რეალობასთან. 

"წულუკიანს მთავარი  პრობლემა კოჰაბიტაცია ჰგონია. ეს სიტყვა ნიშნავს თანაცხოვრობას და იმედია იცის ამის მნიშვნელობა წულუკიანმაც. ის კი გვეუბნება, რომ ოპოზიცია, რომელმაც 8 000 ხმა მიიღო მეორე ტურში, მასთან არ შეიძლება კოჰაბიტაცია,"-აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, არსებული რეალობა სამწუხაროა და ამას ადასტურებს დღევანდელი სამართალდამცველების მდგომარეობაც. კერძოდ, იმის ნაცვალად, რომ პოლიციამ დაკისრებული მოვალობა შეასრულოს, კონკრეტული პირების დავალების შესრულებითაა დაკავებული. 

"ძალიან ვწუხვარ პოლიციელების გამო. გაზრდილი კრიმინალის ფონზე, როცა ზუსტად ამას უნდა ებრძოდნენ და თავიანთ საქმეს აგრძელებდნენ, არიან ყაველაშვილის დარაჯები. რა საჭიროა 200 პოლიციელის მობილიზება მაშინ, როდესაც ჩვენ სიმბოლურად დავკიდეთ ბოქლომი,"-აღნიშნა ნადირაშვილმა.

 


close დახურვა