logo
ENG



ირპინის მერი: რუსმა ოკუპანტებმა კიევთან ახლოს აკრძალული ფოსფორის იარაღი გამოიყენეს

23 მარ 202217:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/23/ln0q41z1rwdzxuj.jpg
ITV

გუშინ, 22 მარტს გვიან ღამით, რუსულმა ძალებმა კიევის ჩრდილო გარეუბანში აკრძალული თეთრი ფოსფორის იარაღი გამოიყენეს. ინფორმაციას ირპინის მერი, ოლექსანდრ მარკუშინი ტელეგრამით ავრცელებს.

ირპინის მერი აცხადებს, რომ ქიმიურმა იარაღმა ზიანი მიაყენა გოსტომელ-ირპინის ტერიტორიას.

„დაზიანების დაახლოებითი ზონა გოსტომელ-ირპინია. მტრის სამხედროების მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ ამ ტიპის იარაღების გამოყენება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და 1949 წლის ჟენევის კონვენციის დარღვევაა“, - აცხადებს ირპინის მერი.


close დახურვა