ირპინის მერის, ალექსანდრე მარკუშინის განცხადებით, დაბომბვა გრძელდება, ქალაქის ნახევარი კი განადგურებულია.
"ყველას მინდა ვთხოვო, რომ ჯერ არ დაბრუნდნენ ქალაქში. სროლები ისმის, ისვრიან გრადებს. დღეს დაბრუნება შეუძლებელია", - აღნიშნა მარკუშინმა.
მისივე თქმით, ახლა ირპინიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც მარკუშინი ამბობს, ქალაქში დაახლოებით 3, 5 - 4 ათასი ადამიანია დარჩენილი.
"ძალიან ბევრი რამ დაზიანდა. სამწუხაროდ, ქალაქის დაახლოებით 50% განადგურდა, მაგრამ ჩვენ შეძლებისდაგვარად აღვადგენთ", - ამბობს ის.