ირპინის მერის ალექსანდრე მარკუშინის განცხადებით, ქალაქის 80%-ს უკრაინული ძალები აკონტროლებენ.
როგორც მერმა უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად ამისა, ქალაქი გამუდმებით იბომბება.
"ჩვენი ქალაქი მუდმივად იბომბება გრადის სისტემებით, ძალიან მასიურად. თავს ესხმიან საცხოვრებელ ზონას, მრავალსართულიან შენობებს", - ამბობს მარკუშინი.
მისი თქმით, ქალაქში ამ დრომდე რჩება 6 000-მდე ადამიანი, მცირე ჯგუფების ევაკუაცია კი ყოველდღიურად მიმდინარეობს.
დღეს უკრაინის პოლიციამ ქალაქ ირპინში მუშაობა განაახლა.
პოლიციის უფროსის თქმით, ქალაქი დივერსიული ჯგუფებისგან იწმინდება, თუმცა ახლა მთავარი ამოცანა მოსახლეობის დახმარება და მათი ევაკუაციაა.