logo
ENG



ის არის უნამუსო, ფეიკ ნიუსების მომგონი ადამიანი - ვოლსკი გვარამიას ბრალდებებს პასუხობს

31 იან 202014:56
3 წუთის საკითხავი
 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „მთავარი არხის“ გენერალური მდივნის ნიკა გვარამიას ბრალდებებს პასუხობს.

ვოლსკი გვარამიას დეზინფორმაციაში ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მის ბრალდებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

„ნიკა გვარამია არის უნამუსო, ფეიკ ნიუსების მომგონი ადამიანი. მე არანაირად არ ვფიქრობ, რომ ამას სერიოზული პასუხი უნდა გაეცეს. თქვენ ხართ სიმდაბლეზე წამსვლელი ადამიანები, თქვენს ხელმძღვანელთან ერთად. სიმდაბლეზე წასვლა ნიშნავს იმას, რასაც ახლა აკეთებთ. უზნეობას ჩადიხართ. ასეთ უნამუსობაზე არ მაქვს პასუხი. გვარამიასთან ნუ გაისვრებით ისეთ საქმეში, რასაც ხვალ ინანებთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. მანამდე მან განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა გია ვოლსკის დავალებით მოხდა. გუშინ გიორგი რურუას სასამართლო პროცესზე მისულ ნიკა გვარამიას უცობმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაზიანება მიაყენა.

 

 


close დახურვა