logo
ENG



ის დანაშაულის მსხვერპლია, მას იარაღი ჩაუდეს - სასამართლოში რურუას პროცესია ჩანიშნული

03 თებ 202008:17
3 წუთის საკითხავი
 

დღეს გახდება ცნობილი გაგრძელდება თუ არა „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი. ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ხელისუფლება დევნის.

დიმიტრი საძაგლიშვილს არ აქვს იმედი, რომ სასამართლო გიორგი რურუას პატიმრობის შეწყვეტაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ დიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და მას ხელისუფლება დევნის, ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ სასამართლო შეწყვეტს საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარაა გიორგი რურუა აქეთაა დანაშაულის მსხვერპლი, მას ჩაუდეს იარაღი. ეს დასტურდება ექსპერტიზის დასკვნებითა და ვიდეომტკიცებულებით, მაგრამ სამწუხაროდ, ამას სასამართლოსთვის მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი რურუას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე იგეგმება. პროცესის პარალელურად, პატიმრობიდან გათვისუფლების მოთხოვნით, სამოქალაქო მოძრაობები სასამართლოსთან რურუას მხარდამჭერი აქციის გამართვას აპირებენ.

„ამ სასამართლოზე კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ გიორგი რურუა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. ჩვენ ვისაც გული შეგვტკივა მის ბედზე, ვაპირებთ შევიკრიბოთ სასამართლოში და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ის, რომ შერჩევითი სასამართლო, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო ელიტა და მთელი დასავლეთი აღიარებს, უნდა შეწყდეს და უნდა შეწყდეს გიორგის გამოშვებით“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. ის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 


close დახურვა