logo
ENG



ის მოხდა, რასაც ველოდი - გაბედეს 4 წევრიდან ერთს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

30 ნოე 201912:23
3 წუთის საკითხავი
 
g1w5e0gcfm5vydc.jpg

მოძრაობის "გაბედე" 4 წევრიდან ერთს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, მეორეს ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა, კიდევ ორს კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა გამოიტანა. ამავე მოსამართლემ გაასამართლა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37-ვე პირი. მოძრაობის „გაბედე“ წევრები ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გუშინ გამართულ აქციაზე დააკავეს.

მოძრაობის წევრის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

"ის მოხდა, რასაც ველოდი. სიტყვა-სიტყვით ვიმეორებდი ამ სიტყვებს, რომ დააკავებდნენ ჩვენგან ერთ ან ორ ადამიანს, პარალელურად გამოგვიტანდნენ გამამტყუნებელ განაჩენს. არაობიექტურია მათი გადაწყვეიტლება და კარგად ვხედავთ, რომ ისინი არიან კორუმპირებული მოსამართლეები", - აღნიშნავს დავით ლიპარტელიანი. 

ადვოკატის თქმით, უცნობია, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. 

"აღნიშნული პირების მიმართ საერთოდ უნდა შემწყდარიყო ადმინსტრაციული სამართალწარმოება. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვი, მოსამართლე მოიქცა თუ არა კანონიერად, რადგან სანამ გადაწყვეტილებას არ ჩავიბარებ, არ გავეცნობით, იქამდე არ მექნება საშუალება რის საფუძველზე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ანრი ჯანჯღავა ჩათვალა სამართალდამრღვევად, მის მიმართ გამოიყენა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ორი პირის მიმართ შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით და დავით ნაფეტვარიძის მიმართ გამოიტანა 1000-ლარიანი ჯარიმა", - განმარტა ადვოკატმა. 


close დახურვა