საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, მას იმედი აქვს, რომ პროექტი არ ჩავარდება. ამასთან, იგი პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე კვირას გაიმართება რიგგარეშე სხდომა, რომელზეც გავა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი პირველი მოსმენით. ცხადია ყველა მონაწილეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს რეფორმა შედგება და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს იტყვის, რომ ამ წარმატების და პროგრესის მონაწილე იყოს, ავტომატურად აღმოჩნდება აუტსაიდერებში“, - განაცხადა იონათამიშვილმა.