გუშინ, ღამით ისანში, ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე კაცი მოკლეს.
როგორც ცნობილია, პოლიციელებმა სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.