ივანიშვილის პროპაგანდისტმა მედიის ტოტალური თვალთვალი დაადასტურა. უცნობმა გაავრცელა ჩანაწერი, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების უკანონო მიყურადებას ასახავს. მიზანი, როგორც ჩანს, კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია იყო, მაგრამ მოხდა პირიქით, - გაჩნდა დამატებითი მტკიცებულება, რომ ივანიშვილისთვის თვალთვალი დევნის უცვლელი იარაღია. გამოჩნდა, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ არხებს თათბირებზეც უსმენენ. მთავარი არხი დიპლომატებს და სახალხო დამცველს მიმართავს. გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვენ სამოქალაქო სექტორში. მაესტროზე გასული ჩანაწერი იმ პროპაგანდისტული კამპანიის გაგრძელებაა, რომელსაც ოლიგარქი ჰოლდინგის დირექტორს, ამერიკის მოქალაქე რუხაძეს უკვეთავს. ივანიშვილიც და რუხაძეც იმ სიაშია, ვის დასანქცირებასაც ოპოზიცია მოითხოვს.
ისევ გვისმენენ - მართვა ტოტალური თვალთვალით
14 ივლ 202220:00
3 წუთის საკითხავი