logo
ENG



ისევ ზონდერებს გამოუშვებენ - აქტივისტები შსს-სთან აქციას გამართავენ

05 დეკ 201909:00
3 წუთის საკითხავი
 
thy19azpl7w33rs.jpg

მოძრაობა „სირცხვილია" და „შეცვალე" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას გამართავს. აქტივისტები უწყებასთან 14:00 საათზე შეიკრიბებიან და იმ ძალადობას გააპროტესტებენ, რომელსაც „ქართული ოცნების" აქტივი კონტრაქციების დროს მიმართავს. მშვიდობიანი პროტესტით აქტივისტები ძალადობის წახალისებას გაემიჯნებიან. 

"სამოქალაქო აქტივისტები ვიკრიბებით ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვექნება მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი, რათა გავაპროტესტოთ ოპოზიციაში მყოფ ხალხზე ძალადობის წახალისება მთავრობის მიერ“, -  განაცხადა „შეცვალეს" აქტივისტმა ნიკა ფარულავამ. 

კიდევ ერთი მოძრაობის წევრი ლუკა ბურდული არ გამორიცხავს, რომ აქციაზე ხელისუფლებამ ისევ ზონდერები გამოუშვას, თუმცა როგორც ბურდული აცხადებს, ისინი აქციას ისევ მშვიდობიან ფორმატში გამართავენ. 

"ხელისუფლება აქტიურად იყენებს "ტიტუშკებს" მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამითი იცავს თავს. ამიტომ მივალთ და გავაპროტესტებთ. რა თქმა უნდა ისევ მშვიდობიანად გავაკეთებთ ყველაფერს. არ გამოვრიცხავთ, რომ მოგზავნილი ადამიანები ისევ იქნებიან“, - აღნიშნა ბურდულმა "ფორმულასთან" საუბარში.

 

 


close დახურვა