logo
ENG



ისლამური სამყარო რამადანის წმინდა თვის დასაწყისს აღნიშნავს

24 აპრ 202010:16
3 წუთის საკითხავი
 

ისლამური სამყარო რამადანის წმინდა თვის დასაწყისს აღნიშნავს.

ორონავირუსის ფონზე და მსოფლიო მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გამო, თარიღი წელს განსხვავებულად აღინიშნება. მუსლიმური ქვეყნების უმეტესობაში დახურულია სალოცავები. ისლამური წმინდა ადგილები, მათ შორის საუდის არაბეთში მდებარე ქალაქები მექა და მედინა. ლოცვებს აქ მხოლოდ სალოცავების პერსონალი დაესწრო.

ისრაელის ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო ცარიელი იქნება იერუსალიმის ალ-აქსას მეჩეთიც. მალაიზიის ხელისუფლებამ კი მოსახლეობას სადღესასწაულო დღეებში ქალაქებიდან რეგიონებში გამგზავრება აუკრძალა. რამადანის აღნიშვნა 23 მაისს დასრულდება. 


close დახურვა