logo
ENG



ისლანდიამ მოსახლეობის 87% აცრა და ყველა კოვიდრეგულაცია მოხსნა

27 ივნ 202111:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/27/2gdimvkog8xl3eb.jpg
REUTERS/John Sibley

ისლანდიის მთავრობამ მოსახლეობის 87% აცრა და ქვეყანაში დაწესებული ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა. 

მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, 16 წელს გადაცილებულ პირთა 87%-მა მიიღო ვაქცინის ერთი დოზა მაინც. ხოლო სრულად აცრილია მოსახლეობის 48%.

ისლანდიის ჯანდაცვის მინისტრის სვანდის სვავარსდოტირის თქმით, ისლანდია ევროპაში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ყველა რეგულაცია გააუქმა.

„ჩვენ კვლავ ვხდებით საზოგადოება, რომელიც ვიყავით და ვუბრუნდებით ცხოვრებას, რომელსაც ველოდით", -  ამბობს მინისტრი.

 

 


close დახურვა