logo
ENG



ისრაელი ადასტურებს ირანის ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელის ალი ლარიჯანის სიკვდილს

17 მარ 202613:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/17/sihd2e6g5s88d3h.jpg

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა დაადასტურა ირანის მაღალი რანგის ოფიციალური პირის, ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელის ალი ლარიჯანის სიკვდილი.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ის გასულ ღამეს ირანში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად იქნა ლიკვიდირებული.

ალი ლარიჯანი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის უახლოესი პირი იყო. ის ირანელი მაღალჩინოსანია, რომელიც 10 მარტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სიკვდილით დაემუქრა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ადასტურებენ, რომ ღამით ირანში განხორციელებული დარტყმების შედეგად ბასიჯის ძალების სარდალი გოჰლამ რეზა სოლეიმანი მოკლეს.

The Times Of Israel თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ მისი ლიკვიდაცია იმ დროს განხორციელდა, როდესაც ის კარვების ბანაკში იმყოფებოდა, რომელიც ბასიჯმა ცოტა ხნის წინ მოაწყო.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ამავე დარტყმების შედეგად ლიკვიდირებულია ბასიჯის მეთაურის მოადგილე და პარამილიტარული ძალის სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.


close დახურვა