ისრაელის მედიის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით გუშინ ღამით 3 რაკეტა ისროლეს.
ისრაელის ჯარის ცნობით, ერთი რაკეტა ღია მინდორში შაარ ჰანეგევის მუნიციპალიტეტში, მეორე კი ჰამასის კონტროლირებულ ანკლავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
პალესტინის ზოგიერთი მედიის ინფორმაციით, ერთი წარუმატებლად გასროლილი რაკეტა ბეით ჰანუნში, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა.
შაბათს კი მესამე რაკეტა ღაზადან საზღვართან ახლომდებარე ქალაქში ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ეს ბოლო ერთ კვირაში მეოთხე სარაკეტო თავდასხმაა.
ისრაელის ჯარი აცხადებს, რომ ღაზას ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი ისლამური ფუნდამენტალისტური დაჯგუფება ჰამასია.
აღსანიშნავია, რომ ამ სარაკეტო თავდასხმებით ღაზას საზღვართან 4-თვიანი სამშვიდობო მდგომარეობა დასრულდა.