ისრაელი და ჰამასი ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედების ცალკეულ ზონალურ სამდღიანი შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რათა პოლიომიელიტის წინააღმდეგ 640 ბავშვი აიცრას.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რიკ პიპერკორნმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის კამპანია 1 სექტემბერს იწყება.
პიპერკორნის ცნობით, საბრძოლო მოქმედებები ადგილობრივი დროით დილის 6 საათიდან 3 საათამდე შეჩერდება.
23 აგვისტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ სულ მცირე, ერთი ბავშვი დაავადდა პოლიომიელიტის მეორე ტიპის ვირუსით, რაც ამ რეგიონში ბოლო 25 წელიწადში ასეთი პირველი შემთხვევა იყო.