logo
ENG



ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე დასახლებების ევაკუაციის გეგმას აფართოებს

22 ოქტ 202310:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/22/1dj110ko1i1md5l.jpg

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო და ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ლიბანის საზღვართან მდებარე დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაციის გეგმას აფართოებენ და არეალს ზრდიან.

მათი განცხადებით, ახალი გეგმა დამატებით 14 სოფელზე გავრცელდება. მანამდე IDF საზღვართან 2 კილომეტრში მდებარე დასახლებებიდან აპირებდა ხალხის ევაკუაციას, რაც ჯამში 28 თემს მოიცავდა.

ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია 20 ოქტომბერს დაიწყო და თქვა, რომ ევაკუირებული მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საცხოვრებლებში გადანაწილდებოდაგადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით შეტევები გახშირდა. ისრაელისა და ლიბანის საზღვარი ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სახიფათო ზონად რჩება.

ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა - ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰეზბოლამ აიღო, ხოლო ნაწილში ისრაელმა ჰეზბოლა თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ამბობს, რომ თუ ჰეზბოლა უარს იტყვის ომში ჩართვაზე, ვითარების ესკალაცია არ მოხდება, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის.


close დახურვა