რამდენიმე საათში ჰამასი მძევლების გათავისუფლებას დაიწყებს. დილიდან ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ჯერჯერობით სრულდება. გეგმის მიხედვით, ტერორისტებმა 13 მძევალი უნდა გამოუშვან, ისრაელის ციხეებს კი 39 პალესტინელი პატიმარი დატოვებს. მათი სია უკვე ცნობილია და ოჯახებიც ინფორმირებული არიან.