logo
ENG



ისრაელი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ გეგმავს

19 ოქტ 202217:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/19/u5ijqci2ev3h04y.jpg

ისრაელი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ბენი განციმ ისაუბრა და ამის ნაცვლად, უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის განგაშის სისტემის განვითარებაში დახმარება შესთავაზა.

მისივე თქმით, ისრაელი მხარს უჭერს და დგას უკრაინის, NATO-სა და დასავლეთის გვერდით, ასევე, გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდებას, თუმცა იარაღის სისტემას უკრაინას არ მიაწვდიან.

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი ლიმიტის ფარგლებში, როგორც ამას ვაკეთებდით წარსულში", - თქვა მან.

ოკუპანტების მიერ ირანული დრონებით ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების პარალელურად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვაში დახმარებისთვის ისრაელს ოფიციალურად მიმართავდა.

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ ისრაელს არაერთხელ სთხოვა იარაღით დახმარება, მათ შორის, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის, რკინის გუმბათის მიწოდება.


close დახურვა