Al Jazeera ექიმებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისრაელის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების ობიექტებზე ორი საჰაერო შეტევის შედეგად 11 პალესტინელი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ერთი დარტყმა სურსათის განაწილების ცენტრში, ქალაქ ღაზაში, შათის ისტორიულ ლტოლვილთა ბანაკის მახლობლად განხორციელდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.
მეორე დარტყმა ღაზას სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბანი-სუჰაილასთან მოხდა, რომლის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაცვის თანამშრომლები, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას მეთვალყურეობდნენ.
ისრაელი ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე თავდასხმას უარყოფს და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებაში პალესტინელ მებრძოლებს ადანაშაულებს.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ამ თავდასხმის შედეგად ჰამასის შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა.