ისრაელის არმიამ ღაზასა და სირიაში პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო იერიშები განახორციელა. ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, საპასუხო დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ღაზადან ებრაული დასახლებების მიმართულებით 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.
საჰაერო დარტყმების სამიზნეები ღაზაში და დამასკოს სამხრეთით მდებარე ჯიჰადისტების ობიექტები იყო. სირიის სამთავრობო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ისრაელის არმიის რეკეტების დიდი ნაწილი ჩამოაგდო. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ღაზაში საჰაერო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.