logo
ENG



ისრაელის არმიამ სირიის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანა

06 თებ 202008:05
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის არმიამ სირიის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დამასკოს თავზე რამდენიმე რაკეტის ჩამოგდება მანამდე შეძლეს, სანამ სამიზნეს მიაღწევდა.

საჰაერო იერიში გოლანის მაღლობებიდან, ასევე ლიბანის საჰაერო სივრციდან განხორციელდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მიყენებული ზარალისა და დაშავებულების შესახებ.

ადგილზე მომუშავე სადამკვირვებლო მისიების ინფორმაციით, რაკეტების სამიზნე სავარაუდოდ ის ობიექტები გახდა, სადაც სირიის სამთავრობო ძალები და ირანული სამხედრო შენაერთები იყო დისლოცირებული. 


close დახურვა