logo
ENG



ისრაელის არმიამ ტელეკომპანია Al Jazeera-ს კიდევ ერთი ოფისი დახურა

22 სექ 202417:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/22/zouzeepvil09lmm.jpg

CNN-ის ცნობით, ისრაელის სამხედროები ქალაქ რამალაში, ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოფისში შევიდნენ. სამხედროებმა ტელევიზიის თანამშრომლებს გადასცეს ორდერი ბიუროს დახურვისა და მაუწყებლობის 45 დღით შეწყვეტის მოთხოვნით. 

Al Jazeera-ს პალენსტინის ბიუროს დირექტორმა, ვალიდ ალ-ომარიმ განაცხადა, რომ მაუწყებლობის შეწყვეტის ბრძანება პერსონალისთვის მოსალოდნელი იყო.

"ჩვენ ვიცოდით, რომ მთავრობა ამაზე მსჯელობდა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს სამხედრო ადმინისტრაციას არხის დახურვას სთხოვდა. ჩვენ უბრალოდ არ ველოდით, რომ ეს დღეს მოხდებოდა", - განაცხადა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ნიდა იბრაჰიმმა.

მაისში ისრაელმა Al Jazeera-ს ოფისი იერუსალიმში დახურა, მაგრამ ტელეკომპანია აგრძელებდა საქმიანობას პალესტინის ავტონომიაში. ისრაელის ხელისუფლება არხს ქვეყნის უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს იმის გამო, თუ როგორ აშუქებს ის ღაზის სექტორში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და რეგიონის მოვლენებს. 


close დახურვა