logo
ENG



ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე მორიგი სარაკეტო იერიშები მიიტანა

02 ნოე 201912:30
3 წუთის საკითხავი
 
s160grvs61wyo0v.jpg

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე მორიგი სარაკეტო იერიშები მიიტანა.

სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, არმიამ დაჯგუფება ჰამასის ობიექტები გაანადგურა. ოპერაციას მსხვერპლიც მოჰყვა.

პალესტინის ავტონომიაში აცხადებენ, რომ იერიშების შედეგად 1 პალესტინელი ახალგაზრდა დაიღუპა.

საჰაერო ოპერაცია ისრაელმა სარაკეტო იერიშის საპასუხოდ დაგეგმა. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 10 რაკეტა გაუშვა. 8 ჭურვი ანტისარაკეტო სისტემამ გაანადგურა, ორი კი დასახლებებში ჩამოვარდა. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.


close დახურვა