logo
ENG



ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ავიაიერიშები განახორციელა

31 იან 202011:58
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში ავიაიერიშები განახორციელა. ქვეყნის ავიაციამ "ჰამასის" ობიექტები, პალესტინელთა სარაკეტო შეტევის საპასუხოდ, დაბომბა. არმიის ცნობით, მებრძოლებმა ისრაელის დასახლებების მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს, ორი მათგანი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვითარება რეგიონში დონალდ ტრამპის ე.წ. სამშვიდობო გეგმის წარდგენის შემდეგ დაიძაბა. პალესტინელებმა ტრამპის ინიციტივა უარყვეს და განაცხადეს, რომ ის მხოლოდ ისრაელისთვისაა ხელსაყრელი. 


close დახურვა