ისრაელის არმიის ცნობით, ლიბანში ჰამასის ორი მაღალი თანამდებობის პირი მოკლეს.
IDF-ის ინფორმაციით, მუჰამედ ჰუსეინ ალი ალ-მაჰმუდი, რომელიც საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, ლიბანში ჰამასის დაჯგუფებების აღმასრულებელი ხელისუფალი იყო.
როგორ ცნობილია, მეორე ლიკვიდირებული ლიდერი საიდ ალა ნაიფ ალია, რომელიც ჩრდილოეთ ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში მოკლეს.
ინფორმაცია ჰამასის შეიარაღებულმა ფრთამ დაადასტურა, თუმცა განსხვავებული სახელები - მუჰამედ ჰუსეინ ალ-ლუისი და საიდ ათალა ალი - დაასახელა.