logo
ENG



ისრაელის ელჩი გაეროში: ღაზას სექტორში 150-მდე ტყვე რჩება

10 ოქტ 202312:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/10/xczi87wqdh8kul6.jpg

გაეროში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით ღაზას სექტორში ტერორისტების ტყვეობაში 100-დან 150-მდე ადამიანი რჩება.

ცნობილია, რომ სამხედროებმა კონტაქტი უკვე 50 მძევლის ოჯახთან დაამყარეს, ხოლო ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, "სახელმწიფო უფრო მეტ ოჯახს დაუკავშირდება", თქვა ისრაელის სამხედრო სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.

გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 700-ს აღემატება, რომელთა შორის 200-ზე მეტი ქალი და ბავშვია.

მათივე განცხადებით, მხოლოდ გუშინ ტერორისტულ შეტევებს 300-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპილთა ორი-მესამედი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

რაც შეეხება დევნილთა რაოდენობას, გაეროს თქმით, ღაზას სექტორში იძულებით გადაადგილებულთა საერთო რაოდენობა 187 000-ს შეადგენს, ხოლო 137 000 მათგანი გაეროს 83 სკოლაში აფარებს თავს. ორგანიზაცია ამ დროისთვის დევნილთათვის მთავარ პრობლემად საველე ოფისებზე თავდასხმებს ასახელებს, რაც საკვები რაციონის ნაკლებობას იწვევს.


close დახურვა