logo
ENG



ისრაელის ეტლით მოსარგებლე მინისტრი კლიმატის ცვლილებების კონფერენციას ვერ ესწრება

02 ნოე 202111:08
3 წუთის საკითხავი
 
ისრაელის ეტლით მოსარგებლე მინისტრი კლიმატის ცვლილებების კონფერენციას ვერ ესწრება

ისრაელის ეტლით მოსარგებლე მინისტრი, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას ვერ დაესწრება, რადგან გარემო ადაპტირებული არაა. ღონისძიება დიდ ბრიტანეთში, გლაზგოში მიმდინარეობს.

როგორც კარინ ელჰარარმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას განუცხადა, ის ვერ ხვდება კონფერენციის ტერიტორიაზე, რადგან ერთადერთი ვარიანტია ან ფეხით გასვლა ან შატლზე დაჯდომა, რომელიც ეტლზე მორგებული არაა. Time of Israel-ის ინფორმაციით, ღონისძიების ჩატარების ლოკაციის გარეთ მინისტრი ორ საათს იცდიდა, რის შემდეგაც სასტუმროში დაბრუნება მოუწია.

კარინ ელჰარარმა ტვიტერზე დაწერა, რომ გაერომ ღონისძიებაზე შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

ისრაელის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ ორგანიზატორებს ოფიციალურად უკვე შესჩივლეს. პრემიერმინისტრ ნაფტალი ბენეტის თქმით, თუ ელჰარარი კონფერენციაში მონაწილეობას ვერ შეძლებს, არც თვითონ აპირებს დასწრებას.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა ისრაელში, ნილ უიგანმა განაცხადა, რომ მინისტრის წინაშე "გულწრფელი ბოდიში მოიხადა".

გარდა ამისა, ისრაელის დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ შემთხვევის შესახებ პრემიერმინისტრმა ბენეტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს მიმართა, ამ უკანასკნელმა კი ელჰარარი ორ პრემიერის შეხვედრაზე მიიპატიჟა.


close დახურვა