ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში, ადგილობრივი დროით 09:30-დან 09:45-მდე, ჰეზბოლას მებრძოლებმა რამდენიმე ათეული რაკეტა გაისროლეს.
როგორც ცნობილია, თავდაცვის ძალებმა პირველი ხუთი რაკეტიდან სამი გაანადგურეს, ხოლო დანარჩენი ორი დაუსახლებელ, უსაფრთხო ადგილებში ჩამოვარდა.
IDF ამბობს, რომ ამის შემდეგ, ზემო გალილეის რაიონში დაახლოებით 50 გაშვება დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, უმეტესობის განადგურება წარმატებით მოხერხდა, თუმცა დაზიანდა შენობები და მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობაზე მუშაობენ.
გავრცელებულ განცხადებაში ჰეზბოლა ამბობს, რომ მან კირიათ-შმონას დასახლება "რაკეტების ნაკადით" დაბომბა.