ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზადან გასროლილი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს. თავდასხმა ქალაქ აშკელონში მაშინ მოხდა, როდესაც იქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ დაცვის წევრებმა სცენიდან გაიყვანეს და უახლოეს ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფარში გადაიყვანეს. დღეს გამთენიისას, ისრაელის არმიამ ღაზაზე დაჯგუფება "ჰამასის" ობიექტებზე საპასუხო საჰაერო დარტყმები მიიტანა.