logo
ENG



ისრაელის საგარეო მინისტრი: ისრაელი არ იქნება გზა, რომლითაც რუსეთი სანქციებს თავს აარიდებს

14 მარ 202216:10
3 წუთის საკითხავი
 

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის იაირ ლაფიდის თქმით, ისრაელი არ იქნება გზა, რომლითაც რუსეთი შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს თავს აარიდებს.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინირებულად მუშაობს პარტნიორებთან, მათ შორის, ისრაელის ბანკთან, ფინანსთან, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებთან და აეროპორტების ადმინისტრაციასთან.

სლოვაკეთში ვიზიტისას საგარეო მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და თქვა, რომ ისრაელი "ყველაფერს გააკეთებს, რათა მედიაციის პროცესს დაეხმაროს".

"ისრაელი, სლოვაკეთის მსგავსად, გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და მოუწოდებს ბრძოლების შეწყვეტისკენ. არ არსებობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის გამართლება", - თქვა მინისტრმა.


close დახურვა