logo
ENG



ისრაელმა, ევაკუაციის ბრძანების შემდეგ, სამხრეთ ღაზას დაარტყა

02 ივლ 202414:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/02/s89cnn25g2dqx9h.jpg

The Times of Israel-ის ცნობითისრაელმა ღაზას სამხრეთით ახალი დარტყმები განახორციელა, რის გამოც ასობით პალესტინელმა ტერიტორია დატოვა.

მედიკოსების ცნობით, ქალაქ ხან-იუნის მიდამოებში განხორციელებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელებს ღაზას სექტორის სამხრეთ ქალაქის, ხან-იუნისის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ისრაელის არმიამ ევაკუაციის შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მისი ტერიტორიისკენ 20-მდე რაკეტა გაუშვეს, რომელთაგანაც რამდენიმე ჩამოაგდეს, დანარჩენი კი ღია ტერიტორიაზე დაეშვა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა ისლამურმა ჯიჰადმა აიღო.


close დახურვა