logo
ENG



ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატების გამოწვევის ბრძანება გასცა

28 ოქტ 202321:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/28/pwsx1j44g93dbk0.jpg

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა გამოსცა ბრძანება თურქეთიდან ებრაელი დიპლომატების დაბრუნების შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ კოენმა X (Twitter)-ზე დაადასტურა.

"თურქეთიდან მომდინარე მძიმე განცხადებებიდან გამომდინარე, გავეცი ბრძანება იქ მყოფი დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების შესახებ, რათა მოხდეს ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გადახედვა“, - დაწერა კოენმა.

გადაწყვეტილება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიერ პროპალესტინურ მიტინგზე გაკეთებული კომენტარის შემდეგ მიიღო, სადაც ერდოღანმა ისრაელს ოკუპანტი უწოდა.

თურქეთის პრეზიდენტი გამორჩება თელ-ავივის მთავრობის მიმართ ნეგატიური პოზიციით. მან უკვე არაერთხელ თქვა, რომ ჰამასი არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ "განმათავისუფლებელი ჯგუფია", რომელიც პალესტინელი ხალხისა და მიწის დაცვისთვის იბრძვის.

იგი ისრაელის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს დასავლეთსაც და განაცხადა, რომ "ისრაელისთვის დაღვრილი დასავლური ცრემლები თაღლითობის გამოვლინებაა".


close დახურვა