logo
ENG



ისრაელმა ღამით ღაზას შეუტია - IDF-ის ცნობით, განადგურებულია ჰამასის 100-ზე მეტი ობიექტი

28 ოქტ 202311:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/28/sk25tiqxya99t14.jpg
REUTERS/Violeta Santos Moura/File Photo

ისრაელმა ღაზის სექტორში ინტენსიური რეიდები ჩაატარა და მასობრივი თავდასხმა განახორციელა - როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, სამხედრო თვითმფრინავების გამოყენებით ტერორისტების 100-ზე მეტი "მიწისქვეშა ობიექტი" გაანადგურეს.

ისრაელი ამბობს, რომ ამ შეტევის დროს მოკლეს ჰამასის ერთ-ერთი მეთაური - მათი თქმით, ასემ აბუ რაკაბა 7 ოქტომბერს ტერორისტების მიერ ისრაელის სამხედრო პუნქტებზე შეტევაზე იყო პასუხისმგებელი, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტების მიერ ხოცვა-ჟლეტის დაგეგმვაში.

გუშინ ღამით ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაციის გაფართოება დააანონსა და მოსახლეობას სამხრეთით გადაადგილებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ისრაელს ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია არ დაუწყია, თუმცა მათი თქმით, ბოლო დროს ღაზაში ჩატარებული რეიდები კონკრეტული ობიექტების განადგურებას ემსახურება და მიზანი "ოპერაციის მომავალი ეტაპისთვის ნიადაგის მომზადებაა". ისრაელის გაფართოებულ თავდასხმას გამოეხმაურა ჰამასიც და განაცხადა, რომ მათ "სრული ძალებით" დაუპირისპირდებიან.

The New York Times-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის მეტი დროა საჭირო, შესაბამისად, ისრაელს ურჩევს, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება გადადოს.

ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ აშშ კვლავ მხარს უჭერს ისრაელის სახმელეთო ოპერაციას და ჰამასის განადგურების შესახებ მის გაცხადებულ მიზანს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებისთვის დროის საჭიროებას ხედავს.


close დახურვა