logo
ENG



ისრაელში გამვლელებს პალესტინელი დანით თავს დაესხა - დაიღუპა ორი ადამიანი

04 აგვ 202417:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/04/v8zn50nrcm3g3bt.jpg

ისრაელის ქალაქ ჰოლონში გამვლელებს პალესტინელი დანით თავს დაესხა. ადგილზე ერთი ქალი დაიღუპა, მისი ქმარი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, წყვილი დილით სარბენად იყო გამოსული, როდესაც თავდასხმა მოხდა. კიდევ ორი დაზიანებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ეს არის 34 წლის პალესტინელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მკვიდრი, რომელიც ისრაელში შესვლის ნებართვის გარეშე იმყოფებოდა. მანამდე ის პოლიციის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა.

ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა, ელი ლევიმ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ბოლო დღეებში პოლიციაში შედის ათობით გაფრთხილება შესაძლო ტერაქტებისა და სოციალურ ქსელებში ტერორიზმისკენ მოწოდებების შესახებ. მან ასევე ურჩია ისრაელელებს ურჩია, რომ იარაღი ყოველთვის თან იქონიონ, თუ მას კანონიერად ფლობენ.

 

 


close დახურვა