logo
ENG



ისრაელში დაწესებული შეზღუდვების გამო საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

24 ივლ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

 

ისრაელში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო მეშვიდე დღეა საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. იერუსალიმში ქვეყნის პრემიერის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ მთავრობასთან ერთად პანდემიით გამოწვეულ კრიზისს თავს ვერ ართმევს.

აქციის მონაწილეები იმ კანონსაც აპროტესტებენ, რომელიც მთავრობას კარანტინის ნებისმიერ დროს გამოცხადების საშუალებას აძლევს და ამბობენ, რომ ეს დემოპკრატიას უქმნის საფრთხეს. ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეების  პარალელურად იერუსალიმის ცენტრში დღეს მისი მომხრეებიც შეიკრიბნენ.

 

 


close დახურვა