logo
ENG



ისრაელში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს

24 ნოე 201911:51
3 წუთის საკითხავი
 
omkw5rthtbq4va9.jpg

ისრაელში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. იერუსალიმში დემონსტრაციები ერთდროულად ბენიამინ ნეთანიაჰუს მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა მოაწყვეს.

ისრაელის პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს თელ-ავივშიც.

ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვს მისი მთავარი მოწინააღმდეგეც. ბენი განცი აცხადებს, რომ თანამდებობაზე დარჩენით პრემიერი სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხეს ჰქმნის.  

ბენიამინ ნეთანიანუს სამ სხვადასხვა საქმეზე ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. საქმე ეხება კორუფციას, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებას. პროკურატურამ გადაწყვეტილება ისრაელში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. 


close დახურვა