logo
ENG



ისრაელში ჩინეთის ელჩი გარდაცვლილი იპოვეს

17 მაი 202014:25
3 წუთის საკითხავი
clock 492

ისრაელში ჩინეთის ელჩი გარდაცვლილი იპოვეს. დიპლომატის ცხედარი თელავივის გარეუბანში, საკუთარ ბინაში იპოვეს. 57 წლის დუ ვეი სახლში,  სავარაუდოდ, მარტო იყო. მისი ოჯახი ისრაელში არ იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია დიპლომატის გარდაცვალების მიზეზი. ელჩის ბინაში სამოძიებო ჯგუფი მუშაობს. დუ ვეი ჩინეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელად ისრაელში თებერვალში დაინიშნა. მანამდე ის ელჩის თანამდებობას უკრაინაში იკავებდა. 


close დახურვა