logo
ENG



ისტორიაში პირველად ფილმში მთავარ როლს რობოტი შეასრულებს

27 ივნ 202010:49
3 წუთის საკითხავი
 
90mqm5662ch3yty.jpg

ისტორიაში პირველად სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს რობოტი ერიკა შეასრულებს. ამ საკითხზე პროდიუსერმა სემ ხოზემ Hollywood Reporter-თან ისაუბრა.

როგორც პროდიუსერმა აღნიშნა, პერსონაჟის განვითარებისთვის რობოტს საუბრისას გრძნობების გამოხატვა და სხეულის ენა ასწავლეს.

ფილმის სახელწოდებაა "b", სიუჟეტი კი მეცნიერზეა, რომელიც ადამიანის დნმ-ის სრულყოფას ცდილობს. პროცესში მეცნიერი იმ პროგრამებთან დაკავშირებულ საფრთხეებს აღმოაჩენს, რომელიც ადამიანის დნმ-ის სრულყოფისას გამოიკვეთა.

გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო მეცნიერი თავის მიერ შექმნილ რობოტ ერიკას ლაბორატორიიდან თავის დაღწევაში დაეხმარება.

რობოტი ერიკა იაპონელმა მეციერებმა ჰიროში იგურომ და კოჰეი ოგავამ შექმნეს. სწორედ მათ ასწავლეს რობოტს სამსახიობო ტექნიკაც.

რობოტის დებიუტი თავდაპირველად სხვადასხვა პროექტში შედგა, რომლის რეჟისორი რინი კეიმსი იყო. b-ს რეჟისორს ერიკასთვის ადამიანი მსახიობის როლი ჯერ არ შეურჩევია, თუმცა პროდუსერებმა ფილმის რამდენიმე სცენა 2019 წელს იაპონიაში უკვე გადაიღეს. 2021 წელს ფილმის სცენების გადაღება ევროპაში იგეგმება.


close დახურვა