იტალია უკრაინას სამი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ იტალიის პრემიერმინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯორჯია მელონის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვა.
"როდესაც არის შეტევა, ყველა იარაღი თავდაცვითია. ახლა თვითმფრინავების გაგზავნაზე საუბარი არ არის, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა იქნას მიღებული. ჩვენ ბევრს ვმუშაობდით ამაზე საფრანგეთთან ერთად, რათა ჩვენი ტექნოლოგია სწრაფად გაგვეერთიანებინა. დახმარების პაკეტში არსებლი SAMP-T საზენიტო-სარაკეტო სისტემები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე არის სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Skyguard და Spike"- თქვა მელონიმ.