საკვირაო მესაზე რომის პაპმა ფრანცისკემ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ყველაზე მწვავე ფაზა დამარცხებულია, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია.
როგორც რომის პაპმა განაცხადა, პანდემიის უმწვავესი ფაზა იტალიამ უკვე გადალახა, მაგრამ ინფექცია დამარცხებული არ არის და საჭიროა ყურადღების გამოჩენა.
„იტალიამ პანდემიის ყველაზე მწვავე ფაზა გადალახა, მაგრამ ფრთხილად იყავით. ნუ იზეიმებთ გამარჯვებას ნაადრევად. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავიცვათ არსებული წესები, რადგან ისინი ვირუსის გამწვავების შესაძლებლობას თავიდან გვარიდებს“, - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.