დღეიდან ზომების შემსუბუქება იწყება იტალიასა და ესპანეთში.
უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვის შემთხვევაში, აქ ნებადართული იქნება მაღაზიების, ფიტნეს კლუბების, რესტორნების გახსნა.
შემსუბუქდა ასევე საცხოვრებელი სახლების დატოვებისა და რამდენიმე ადამიანის შეკრების შეზღუდვებიც. იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 165 ადამიანი ემსხვერპლა. რაც უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კოვიდ 19-ის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 30 560 ადამიანი დაიღუპა. ესპანეთში კი გარდაცვლილთა რაოდენობა დღის განმავლობაში 143-ით გაიზარდა. დაავადებას ესპანეთში 26 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.